ოპერატიული სარდლობა “სამხრეთი” – სერგეი შოიგუს განცხადება კირკის „გაწმენდის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება

ოპერატიული სარდლობა “სამხრეთი” უარყოფს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებას ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე კრინკის დასახლების “გაწმენდის” შესახებ.
„რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, ვერ მიაღწიეს რა წარმატებას ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე თავდასხმის ოპერაციებში, მიმართეს მანიპულაციას და ფაქტების გაყალბებას. აგრესორი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმის გაწმენდის შესახებ. ოფიციალურად გაცნობებთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, – აცხადებენ სარდლობაში.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ პოზიციების შენარჩუნებას და მტერს მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ.
„ოკუპანტებმა დღის განმავლობაში თავდასხმის ერთი მცდელობა განახორციელეს და მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო უკან დაიხიეს“, – აცხადებენ ოპერატიულ სარდლობა “სამხრეთში”
შეგახსენებთ, სერგეი შოიგუმ გუშინ განაცხადა, რომ კრინკის დასახლება უკვე “გაწმენდილია”.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?