ნავალნის სიკვდილის გამო აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს 23 თებერვალს გამოაცხადებს, განაცხადა თეთრმა სახლმა 20 თებერვალს.
სახელმწიფო უშიშროების საკითხებში მრჩეველმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ „გამოცხადდება სანქციების „დიდი პაკეტი,“ რათა რუსეთს, იმის გამო, რაც ნავალნის დაემართა, პასუხისმგებლობა დაეკისროს“.
კირბიმ დასძინა, რომ იმის მიუხედავად, რა ვერსიას მოუყვება ნავალნის სიკვდილის შესახებ რუსეთი მსოფლიოს , „ცხადია, რომ პრეზიდენტი პუტინი და მისი მთავრობაა ამისთვის პასუხისმგებელი“. სანქციები არის ასევე პასუხი რუსეთის ქმედებაზე ამ „ბოროტ და სასტიკ ომში“ უკრაინაში, თქვა კირბიმ.
დაწერეთ კომენტარი