საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს სამუშაოს მომდევნო ეტაპისთვის – შარლ მიშელი

საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს სამუშაოს მომდევნო ეტაპისთვის, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი სთან შეხვედრის შემდეგ.
“მივულოცე პრემიერ-მინისტრ კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა და საქართველოს პროგრესი ევროპულ გზაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ. საქართველოს აქვს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა სამუშაოს მომდევნო ეტაპისთვის – რეფორმების განხორციელება ახლა მთავარია”, – აღნიშნა მიშელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას ალტერნატივა არ აქვს“ – პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს გლდანში აგრძელებს