საქართველოდან აზერბაიჯანსა და სომხეთში ექსპორტი შემცირდა. იანვრის სტატისტიკის მიხედვით, უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები ათეულში მეზობელმა ქვეყნებმა მესამე და მეოთხე ადგილები დაიკავეს. ამ მიმართულებებით ექსპორტის შემცირება ძირითადად ავტომობილების გატანის კლებამ განაპირობა.
2024 წლის იანვარში აზერბაიჯანში ჯამში საქართველოდან 40 მილიონ 924 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც გასული წლის იანვრის მაჩვენებელთან შედარებით 21.2%-ით ნაკლებია.
2024 წლის პირველივე თვეში აზერბაიჯანში ექსპორტის კლების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის შემცირებაა. თუ გასულ წელს აზერბაიჯანში გაყვანილი ავტომობილების რაოდენობა 2 ათასს აღემატებოდა, წელს ეს რიცხვი ათასსაც ვერ აღწევს.
TOP-10 ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალი კი ასეთია:
- მსუბუქი ავტომობილები – $17.5 მლნ, 875 ცალი;
- სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები – $3.3 მლნ, 235 ტონა;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – $2.2 მლნ, 38 ტონა;
- სატვირთო ავტომობილები – $2 მლნ, 207 ცალი;
- ალაოს ექსტრაქტი – $1 მლნ, 80 ტონა;
- ფეროშენადნობები – $846 ათასი, 814 ტონა;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $785 ათასი, 749 ტონა;
- ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული- $776 ათასი, 463 ტონა;
- ბამბა საფეიქრო მასალებისაგან, საფეიქრო ბოჭკოები – $760 ათასი, 65 ტონა;
- ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან – $699 ათასი, 128 ტონა.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვაში შემცირებულია იმპორტიც. იანვარში საქართველომ აზერბაიჯანიდან 52 მილიონ 068 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი იყიდა. კლება 24.2%-ია. იმპორტის შემთხვევაში უმსხვილეს საქონელს ნავთობის აირები წარმოადგენდა, რომლის შეძენაც იანვარში შემცირდა.
იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:
- ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები – $33 მლნ, 206 735 ტონა;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $5.8 მლნ, 7 540 ტონა;
- ცემენტი – $3.9 მლნ, 61 704 ტონა;
- ნაწარმი თაბაშირის ან მის საფუძველზე დამზადებული ნარევებისაგან – $1 მლნ, 5 959 ტონა;
- ელექტროენერგია – $1 მლნ, 15 030 ათასი კვტ/სთ;
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან – $893 ათასი, 1 416 ტონა;
- მავთულები იზოლირებული, კაბელები – $849 ათასი, 255 ტონა;
- მსუბუქი ავტომობილები – $354 ათასი, 2 ცალი;
- თაბაშირი, ბათქაში – $319 ათასი, 4 619 ტონა;
- რძე და ნაღები, შეუსქელებელი – $276 ათასი, 296 ტონა;
რაც შეეხება სომხეთს, ამ მიმართულებით საქონლის ექსპორტი იანვარში 48%-ით 36 მილიონ 294 ათას დოლარამდე შემცირდა. ამ შემთხვევაშიც მთავარი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილებია, რომლის ექსპორტიც 2024 წლის პირველ თვეში შემცირდა.
ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:
- მსუბუქი ავტომობილები – $9.3 მლნ, 591 ცალი;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $2 მლნ, 1 895 ტონა;
- ეთილის სპირტი არადენატურირებული – $1.8 მლნ, 569 ტონა;
- ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი – $1.2 მლნ, 2 575 ტონა;
- სატვირთო ავტომობილები – $1.1 მლნ, 73 ტონა;
- ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის – $814 ათასი, 473 ტონა;
- ნართი სინთეზური ბოჭკოებისაგან – $775 ათასი, 424 ტონა;
- წნელები და პროფილები ალუმინისა – $538 ათასი, 125 ტონა;
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები- $501 ათასი, 7 ცალი;
- კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი – $496 ათასი, 3 ტონა.
წლის დასაწყისში შემცირდა სომხეთიდან საქონლის იმპორტიც. იანვარში საქართველოდან სომხეთში საქონლის შესაძენად 11 მილიონ 665 ათასი დოლარი გავიდა, რაც 2023 წლის იანვრის იმპორტის ღირებულებას 61.5%-ით ჩამორჩება.
TOP-10 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი:
- ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები – $7.8 მლნ, 231 ტონა;
- ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები – $787 ათასი, 1 672 ტონა;
- ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან – $650 ათასი, 1 3 75 ტონა;
- ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული – $230 ათასი, 56 ტონა;
- ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან – $207 ათასი, 129 ტონა;
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს – $193 ათასი, 17 ტონა;
- ყურძენი, ახალი ან გამხმარი – $142 ათასი, 151 ტონა;
- ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული – $106 ათასი, 67 ტონა;
- პლასტმასის სამშენებლო დეტალები – $104 ათასი, 47 ტონა;
- ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან – $101 ათასი, 18 ტონა.