საფეხბურთო კლუბ ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა და ნიდერლანდერლმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრეს.
ჩავის თქმით, “ოსიმენი და კვარაცხელია მაღალი დონის ფეხბურთელები არიან”.
“კვარაცხელია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. ჩვენ დაგვჭირდება, რომ ყურადღება მივაქციოთ. აუცილებელია, თავი კარგად დავიცვათ. რთულია კვარაცხელიას, ოსიმენისა და პოლიტანოს შეჩერება”. – თქვა ესპანური კლუბის მწვრთნელმა.
ქართველ ფეხბურთელზე ჩავის შეფასებას იზიარებს ფრენკი დე იონგიც, რომელმაც განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია “შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია განსხვავების შეტანა თამაშში. მას ყველაფერი აქვს – ერთი ერთზე თამაშის, გოლების გატანისა და ბოლო პასის გაცემის უნარი. ერთ-ერთია, ვისაც ხვალ ყურადღება უნდა მივაქციოთ”.
22 თებერვალს, 00:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ნაპოლი და ბარსელონა შეხვდებიან. მატჩის პარალელურად გაიმართება პორტუსა და არსენალის დაპირისპირებაც.