როგორ გადაწყვიტა ცათამბჯენებმა გმირთა მოედანზე ბენზინგასამართი სადგურების ბედი

ბიზნესმენებთან შეთანხმება მიღწეულია – გმირთა მოედანზე  ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ. თბილისის მერია მხოლოდ საკრებულოს ფორმალურ თანხმობას ელოდება.

“ლაგუნა ვერესთან” ესტაკადის გარშემო საცობების კვანძის გახსნა და გზის სავალი ნაწილის გაფართოება მუნიციპალიტეტს რამდენიმე მილიონი ლარი უჯდება.

“სატრანსპორტო ნაკადების მატებასთან ერთად კიდევ უფრო აქტუალური გახდა ამ სატრანსპორტო კვანძის გარკვეული სახით მოდერნიზება და კონკრეტული გადაწყვეტების მოძებნა”, – თქვა მ 14 თებერვალს თბილისის მთავრობის სხდომაზე. გმირთა მოედანი დედაქალაქის სხვადასხვა უბნის დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი არტერიაა: აქ ერთმანეთს გვერდს უქცევს სადგურის მოედნიდან, სანაპიროდან, საბურთალოდან, ვაკიდან და ვერიდან წამოსული სატრანსპორტო ნაკადები.

როგორც წესი, თითქმის დღის ნებისმიერ მონაკვეთში ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია “აბრეშუმის ფაბრიკის” დასაწყისიდან სანაპირომდე მიმავალი გზის მონაკვეთზე. სწორედ ამ ადგილზეა სამი ბენზინგასამართი სადგური და ტექნიკური მომსახურების ერთსართულიანი შენობა. ამ მონაკვეთს ტროტუარი არ მიუყვება.

სამი ბენზინგასამართი კომპანია – “ვისოლი”, “ლუკოილი” და “გალფი” გმირთა მოედანთან ქონების დათმობის სანაცვლოდ მიიღებენ იმავე ფასის შესაბამის მიწას ქალაქის სხვა უბანში.

“ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართი კომპანიების მიწისა და შენობის ფასი მერიამ სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დაადგენინა. ექსპერტიზამ ჯამში 1035 კვადრატული მეტრი მიწა მასზე განთავსებული 148 კვადრატული მეტრი ნაგებობებით 7,2 მილიონ ლარად შეაფასა. საშუალოდ, 1 კვ.მ მიწის ფასი 7 ათას ლარამდე გამოდის.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ხმალაძე: პარლამენტს არ ჰქონდა უფლება კენჭი ეყარა უფლებამოსილების ცნობისთვის, ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ხელისუფლების მიტაცება – ყველა შესაძლო მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რომ მას არ შერჩეს