პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი პარლამენტში გუშინ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიუღებელია მსგავსი ინტენსიური შეტევა, რასაც ქალი დეპუტატები ოპონენტების მიმართ იყენებენ. მისი შეფასებით, ლევან მგალობლიშვილის მიმართ ზღვარგადასულ უხეშობას ჰქონდა ადგილი.
“ქალი დეპუტატების მხრიდან ასეთი შეფასება, ასეთი ფორმულირება არაფერ შუაში არ არის და არანაირად არ შეიძლება იქნეს გამართლებული გენდერული ნიშნით – ის უხამსობა, საერთოდ ის ისტერიკა და ასეთი ინტენსიური შეტევა გამომსვლელზე. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში არც გაუმართლებია თავი ლევანს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ წყობილებიდან მისი გამოსვლა, არის სწორედ იმით განპირობებული, რომ ზღვარგადასულ უხეშობას ჰქონდა ადგილი,” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
