“საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს” ვეტო დაედება – პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

“დღეს, როდესაც ახალი პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში პირველი საერთაშორისო ვიზიტით იმყოფება და როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა ქვეყანაში, საქართველოს პარლამენტმა, მმართველმა უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომელიც წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან.

ნაცვლად დამოუკიდებელი, ფართო კონსენსუსით შერჩეული და არჩეული საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელისა და წევრებისა, მიღებული ცვლილებებით, -ს დაკომპლექტების პროცესი გახდა სრულიად ფიქტიური, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული.

შეიქმნა რისკი, რომ არჩევნებს ჩაატარებს ერთპარტიული, მიკერძოებული და მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო ადმინისტრაცია, ეს კი გამოიწვევს პროცესის მიმართ უნდობლობას, როგორც საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობაში.

როგორც არაერთხელ აქვს ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტი “საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს”, ისევე როგორც ყველა, ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ქვეყნის ევროპულ გზასთან, ვეტოს დაადებს!”

აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეკუთვნის, მათი ცნობით ვეტოს დაადებს “საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ე.წ. მეგობარი აქტი, დაფუძნებულია არა მხოლოდ მცდარ ფაქტებზე, არამედ თავისი არსით არის ამოყირავება რეალობისა, რაც სინამდვილეში საქართველოშია. პარლამენტი აუცილებლად დააფიქსირებს თავის პოზიციას განცხადების სახით

სოზარ სუბარი “ნაცმოძრაობის” მიერ დაზარალებულ გიორგი ხოჭავას: რაც თქვენ გადაგხდათ, სისტემური დანაშაული იყო – რომ დაგიჭირეს და გაწამეს, ძალიან მალე, 2010 წლის 20 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილმა, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა კოხტა კოდუა, მთავარი მწამებელი, მეგის ქარდავა კი – მეორე ხარისხის ორდენით