არავითარი სროლა ქალებისგან არ ყოფილა არავითარი ნივთის, მოვუწოდე ლევანსაც, რომ გასულიყო დარბაზიდან – დავით ხაჯიშვილი

პარლამენტში მომხდარ ინციდენტს “ნაციონალურ მოძრაობაში” ეხმაურებიან. პარტიის წევრის, დავით ხაჯიშვილის შეფასებით, მსგავსი დაპირისპირება მიუღებელია. მისივე თქმით, ენმ-ის წევრ ქალებს არანაირი ნივთი არ უსვრიათ ოპონენტის მიმართ.
“პირადი შეურაცხყოფა არავისთვის არავის არ მიუყენებია, მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები იყო. არავითარი სროლა ქალებისგან არ ყოფილა არავითარი ნივთის. სამწუხაროა, რომ ადამიანი ასე მოიქცა, მით უმეტეს ქალების მიმართ. არ შეიძლება ასეთი ქცევა, ყველა დამეთანხმება. გუშინ, როდესაც გასაშველებლად ჩავერთე ამ კონფლიქტში, მოვუწოდე ლევანსაც, რომ გასულიყო დარბაზიდან, რადგან მისი იქ ყოფნა ვერანაირად ვერ განმუხტავდა სიტუაციას,” – აღნიშნა დავით ხაჯიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“