“სამი პირი 2006 წელს ქართული სპეცსამსახურების დავალებით ტერაქტებს ამზადებდა” – ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ დაუსწრებლად მიიღო გადაწყვეტილება სამი ადგილობრივი მოქალაქის [გიორგი გოგიჩაევი, ალან ქარქუსოვი და იანიკ ქარქუსოვი] მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე და ისინი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა.
ცხინვალის ცნობით, საუბარია 2006 წლის აპრილში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩადენილ რიგ ტერორისტულ დანაშაულებზე საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით, ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ.
ბრალდებულები დამნაშავედ სცნეს ჯგუფურ ექსტრემიზმში -წინასწარ განზრახ იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა და გადატანაში.
ორ მათგანს 19 წლით, ერთს კი, რომელიც ორგანიზატორად ცნეს – 22 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გამყრელიძე – ოპოზიცია მზად ვართ, დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, თუ გარკვეული ვადის მერე ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც