ირაკლი კობახიძე – ბრიუსელში გამართული შეხვედრები გვაძლევს ოპტიმიზმის ძალიან კარგ საფუძველს, რომ კიდევ უფრო დაჩქარდება ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი

ყველა თემაზე გვქონდა საუბარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. მათ შორის 9 პრიორიტეტის იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ მედიასთან განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა თემაზე იყო ძალიან მეგობრული და პროდუქტიული საუბარი.
„გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრები. მათ შორის, ორმხრივი შეხვედრები. გვქონდა შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ შარლ მიშელთან. იყო ძალიან მეგობრული შეხვედრა. ყველა თემას შევეხეთ, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებთან, საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობასთან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან მეგობრული შეხვედრა გაიმართა. ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, მათ შორის, იმ რეფორმებზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოს მიერ, როგორც ასოცირების დღის წესრიგის, ასევე 9 პუნქტის ფარგლებში. ანალოგიურად, ორმხრივი შეხვედრები მქონდა ბატონ ბორელთან, ბატონ ვარჰეისთან, აქაც იყო ძალიან მეგობრული განწყობა, ძალიან მეგობრული შეხვედრები და დისკუსია. ყველა თემას შევეხეთ ამ შემთხვევაშიც. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბუნებრივია, ასოცირების საბჭოს ფორმატში საუბრები, რომელიც გაიმართა. სხვადასხვა სფეროს შევეხეთ. განვიხილეთ როგორც რეფორმების დღის წესრიგი, ასევე ეკონომიკური საკითხები, ეკონომიკური თანამშრომლობა, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხები. ყველა თემასთან დაკავშირებით არის თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესი, არის ძალიან ფართო სივრცე თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ეს შეხვედრები გვაძლევს ოპტიმიზმის ძალიან კარგ საფუძველს, იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო დაჩქარდება ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზნები, 2030 წლისთვის ჩვენ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად ვიქნებით მზად იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი”, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!