ირაკლი კობახიძე – ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას

ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როგორც ასოცირების საბჭოს ფორმატში, ასევე ორმხრივ შეხვედრებზე საუბარი შეეხო არა მხოლოდ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას, არამედ, საუბარი იყო კონკრეტულ პროექტებზე.
„როგორც ასოცირების საბჭოს ფორმატში, ასევე ორმხრივ შეხვედრებზე ჩვენ გვქონდა საუბარი არა მხოლოდ ზოგადად, თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, არამედ, კონკრეტულ პროექტებზეც იყო საუბარი. განსაკუთრებით გამოიყო შავი ზღვის კაბელის პროექტი და ასევე როუმინგის საკითხი. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონკრეტული პროექტების განხორციელება. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, ზოგადად თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით და ამ კონკრეტული პროექტების განხორციელების კუთხით”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!