ჯოზეფ ბორელი – ყველამ უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირის კარი გაიღო, თქვენ უნდა გაიაროთ ამ ღია კარში და ამ კარში გავლა, დამსახურებაზეა დაფუძნებული

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირის კარი გაიღო, თქვენ უნდა გაიაროთ ამ ღია კარში და ამ კარში გავლა, დამსახურებაზე დაფუძნებული,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეფორმები უნდა გატარდეს და რეკომენდაციები უნდა იქნას შესრულებული, რომელიც ყველასთვის დაწესდება.
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირის კარი გაიღო, თქვენ უნდა გაიაროთ ამ ღია კარში და ამ კარში გავლა, როგორც ყველამ იცის, არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, პირობები უნდა შესრულდეს, რეფორმები უნდა იქნას გატარებული. კარი ღიაა და რეკომენდაციების შესრულების საკითხი რჩება, რომელიც ყველასთვის იქნება დაწესებული“,- განაცხადა ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ