საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ფაზაში შევიდა, კანდიდატის სტატუსი ახალი დონის ძალისხმევას მოითხოვს, ყველა ქართველი უნდა იყოს ჩართული რეფორმების პროცესში – ჯოზეფ ბორელი

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ფაზაში შევიდა, კანდიდატის სტატუსი ახალი დონის ძალისხმევას მოითხოვს, ყველა ქართველი უნდა იყოს ჩართული რეფორმების პროცესში – ჯოზეფ ბორელი
ჩვენს ურთიერთობებში ახალ სტრატეგიულ ფაზაში შევედით, კანდიდატის სტატუსი ახალი დონის ძალისხმევას მოითხოვს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
“მოგესალმებით, პრემიერ-მინისტრო [კობახიძე] ბრიუსელში. ეს თქვენი პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ და ბრიუსელში ჩამოსვლა აჩვენებს, რომ ევროკავშირისკენ საქართველოს გზას ძალიან სერიოზულად უდგებით.
ეს საქართველოსთან, როგორც კანდიდატ ქვეყანასთან, პირველი ასოციაციის საბჭოა და ჩვენს ურთიერთობებში ახალ სტრატეგიულ ფაზაში შევედით… კანდიდატის სტატუსი ახალი დონის ძალისხმევას მოითხოვს და ასევე მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, ყველას პასუხისმგებლობის ზრდას ნიშნავს. ყველა მხარე, ყველა ქართველი უნდა იყოს ჩართული რეფორმების პროცესში,“ – განაცხადა ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ