ვიზიარებთ თქვენს ფასეულობებს, ღირებულებებს – ირაკლი კობახიძე ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას

ვიზიარებთ თქვენს ფასეულობებს, ღირებულებებს – ირაკლი ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას
დიდი მადლობა ევროკავშირში, ბრიუსელში მასპინძლობისთვის. დღევანდელი ასოცირების საბჭოს სხდომა მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა ჩვენს ურთიერთობებში, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს ისტორიულ მიიღწევა, წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში ვხელმძღვანელობ დელეგაციას. ეს არის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი ჩვენი პარტნიორობისა და თანამშრომლობის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ ბრიუსელში ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ვიზიარებთ თქვენს ფასეულობებს, ღირებულებებს. გამოწვევებით აღსავსე პერიოდია, თუმცა ჩვენი შედეგები არის დიდი ძალისხმევის შედეგი. და ასოცირების საბჭომ დღეს საშუალება მოგვცა, რომ განგვეხილა ის წინსვლა, რომელიც ქვეყანას აქვს მიღწეული ასოცირების პროცესში. საქართველომ ძალიან ძლიერი ნება დაადასტურა იმის, რომ მოხდეს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ამ გზაზე სწორუპოვარი სვლა გაგრძელდება“, – აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ