ჯოზეფ ბორელი – საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ სტრატეგიულ ფაზაში შევიდა, კანდიდატის სტატუსი ახალი დონის ძალისხმევას მოითხოვს – ყველა ქართველი უნდა იყოს ჩართული რეფორმების პროცესში

ჩვენს ურთიერთობებში ახალ სტრატეგიულ ფაზაში შევედით, კანდიდატის სტატუსი ახალი დონის ძალისხმევას მოითხოვს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
“მოგესალმებით, პრემიერ-მინისტრო [კობახიძე] ბრიუსელში. ეს თქვენი პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ და ბრიუსელში ჩამოსვლა აჩვენებს, რომ ევროკავშირისკენ საქართველოს გზას ძალიან სერიოზულად უდგებით.
ეს საქართველოსთან, როგორც კანდიდატ ქვეყანასთან, პირველი ასოციაციის საბჭოა და ჩვენს ურთიერთობებში ახალ სტრატეგიულ ფაზაში შევედით… კანდიდატის სტატუსი ახალი დონის ძალისხმევას მოითხოვს და ასევე მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, ყველას პასუხისმგებლობის ზრდას ნიშნავს. ყველა მხარე, ყველა ქართველი უნდა იყოს ჩართული რეფორმების პროცესში,“ – განაცხადა ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია