გორის მერის მოადგილემ ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომლებთან ერთად, ბერბუკში გზის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნიკა ღვინიაშვილმა ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომლებთან ერთად, ბერბუკში გზის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბერბუკში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.
„ამ ეტაპზე გზის საფუძვლისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, 790 მეტრ გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა.
პროექტის ღირებულება 575 337 ლარია და რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.