ირაკლი კობახიძე – 2030 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის უფრო მზად იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა

2030 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის უფრო მზად იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მ აღნიშნა, ეს საქართველოს ამბიციური გეგმაა.
„ერთი რამის თქმა შეგვიძლია: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები გვაქვს. და 2030 წელს – ეს წელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელის მიერ იქნა დასახელებული [გაფართოების წლად] – საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის უფრო მზად იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა. ეს ჩვენი ამბიციური გეგმაა, ეს ჩვენი ამბიციაა, და ჩვენ ძალიან ერთგულნი ვართ რეფორმების დღის წესრიგისადმი, იმ ნაბიჯებისადმი, რომლებიც ევროკავშირში წევრობისთვის არის გადასადგმელი. იმედი გვაქვს, რომ, როგორც მინიმუმ, 2030 წლამდე საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ