ირაკლი კობახიძე – უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან მყარი პოზიცია გვაქვს – პოლიტიკურად მყარად ვუჭერთ მხარს – სანქციებს არ ვიღებთ და ამაზეც ძლიერი არგუმენტები გვაქვს

უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან მყარი პოზიცია გვაქვს – პოლიტიკურად მყარად ვუჭერთ მხარს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინელი ჟურნალისტის „მეორე ფრონტთან” დაკავშირებით კითხვაზე პასუხად განაცხადა.
„სამწუხაროდ, მეორე ფრონტთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადება იყო, რომლებიც უკრაინის მთავრობამ და ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს. ესენი უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე და პრეზიდენტის მრჩევლები იყვნენ, რაც საკმაოდ სამწუხაროა. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ სთან დაკავშირებით ძალიან მყარი პოზიცია გვაქვს – პოლიტიკურად მყარად ვუჭერთ მხარს უკრაინას. ჰუმანიტარულ დახმარებას ვაწვდიდით. უკრაინელ ხალხთან ძალიან განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ეს ქართველი ხალხის გრძნობაა უკრაინელი ხალხისადმი და როდესაც საქმე უკრაინის დახმარება იქნება, მაგის ნაწილი ვიქნებით. სანქციებთან დაკავშირებით ჩვენს პოლიტიკასთან დაკავშირებით ძალიან ნათელი პოზიცია გვაქვს. სანქციებს არ ვიღებთ და ამაზე ძლიერი არგუმენტები გვაქვს. ამავდროულად, საქართველო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად არ გამოიყენება. ასე რომ, ეს ძალიან ძლიერი პოლიტიკაა, რომელსაც მივყვებით და გავაგრძელებთ ამ გზას. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია და უკრაინის მიმართ ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა ძალიან ძლიერია იმ განსაკუთრებული მეგობრობის გამო, რომელიც ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის არსებობს”, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა