ჯოზეფ ბორელის 3 გზავნილი საქართველოს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, უნდა დააჩქაროს რეფორმების გატარება.
ამის შესახებ ბორელმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს თქვენი პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ პრემიერ-მინისტრის რანგში. ბრიუსელში ჩამოსვლა ადასტურებს, რომ თქვენ საქართველოს ევროპულ გზას ძალიან სერიოზულად უყურებთ“, — მიმართა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ს.
მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ახალ სტრატეგიულ ფაზაში გადავიდა და ახლა მნიშვნელოვანია, მიღწეულ იქნას საქართველოს „შეუქცევადი წინსვლა“ გაწევრიანების გზაზე.
„მძიმე სამუშაო თქვენ წინაშე. კანდიდატ ქვეყნად ყოფნა ძალისხმევის ახალ საფეხურს საჭიროებს და ზრდის მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობას“, — განაცხადა ბორელმა და დასძინა, რომ მას აქვს სამი გზავნილი საქართველოსთვის:
· „თქვენ უნდა დააჩქაროთ რეფორმების განხორციელება, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმები და შეასრულოთ კომისიის 9 რეკომენდაცია. თქვენ გყავთ მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება და მნიშვნელოვანია ყველას ჩართულობა. ეს მოითხოვს პოლიტიკური დაძაბულობის მნიშვნელოვნად შემცირებას;
· ჩვენი გაერთიანება არის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული. ძალიან რთულ და სახიფათო გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვართ. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს თავსებადობა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან მცირედით გაიზარდა. ველოდებით მნიშვნელოვან ზრდას მომავალ წლებში. ჩვენ ასევე ვღელავთ ანტიდასავლური დეზინფორმაციის გავრცელებაზე. მოგიწოდებთ, გააორმაგოთ ძალისხმევა ინფორმაციულ მანიპულაციების და უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით. უფრო მეტ ასეთ მცდელობას ვნახავთ მომავალი ევროპულ ს პარალელურად და შესაძლოა, თქვენს არჩევნებზე.
· ეს წელი იქნება მნიშვნელოვანი ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის, რომ ჩაატაროთ თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტიანი არჩევნები. მოგიწოდებთ, ვენეციის კომისიის და ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად, დაასრულოთ საარჩევნო რეფორმა“.
ჯოზეფ ბორელის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მედეგობის გაძლიერებას.
„როცა შარშან ვეწვიე საქართველოს, ვნახე თბილისის ქუჩებში გამოფენილი ევროკავშირის ბევრი დროშა. ვიფიქრე, რომ ჩემთვის იყო, მაგრამ არა — ჩემამდეც და შემდეგაც ასეა და აჩვენებს საქართველოს მოქალაქეების მტკიცე ერთგულებას ევროკავშირისადმი. თქვენ გაქვთ პასუხისმგებლობა, მათი მოლოდინები გაამართლოთ და ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, ეს ისტორიული შესაძლებლობა თქვენთან ერთად გამოვიყენოთ“, — განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.