„თეატრ სახელოსნო 42-ში” ამოქმედდა 50% -იანი ფასდაკლება სტუდენტებისთვის

თეატრში „თეატრი სახელოსნო 42″ ამოქმედდა სტუდენტური ფასდაკლება, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს თეატრის გვერდი.
სტუდენტური ფასდაკლებით სარგებლობა შეეძლება ყველა სასწავლებლის სტუდენტს. ფასდაკლება იმოქმედებს ყველა სპექტაკლზე და იქნება 50%-იანი.
ფასდაკლების მისაღებად საჭიროა: მიხვიდეთ თეატრის სალაროში და წარადგინოთ სტუდენტობის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი. სალარო იმუშავებს 17:00-დან – 20:00-მდე.
· მიხვიდეთ თეატრის სალაროში და წარადგინოთ სტუდენტობის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი.
· სალარო იმუშავებს 17:00-დან – 20:00-მდე.
ასევე, თეატრის ფოიეში გაიხსნა სალარო, რომელიც იმუშავებს 17:00-დან 20:00-მდე. ამიერიდან, მაყურებელს ადგილზეც შეეძლება სპექტაკლის ბილეთების შეძენა.
„თეატრი სახელოსნო 42″ მდებარეობს აკაკი წერეთლის გამზირის 114 ნომერში – (Factory Tbilisi – ის ტერიტორიაზე). შესასვლელი კი აქვს დავით ბაქრაძის ქუჩიდან – დავით ბაქრაძის ქუჩა #3.
ამავე თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ნეტგაზეთის სტატია:
სახელმწიფო თეატრები სტუდენტური ფასდაკლებების გარეშე

ასევე დაგაინტერესებთ