კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა ბელარუსის ციხეში

ბელარუსის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაავრცელა ცნობა 20 თებერვალს, რომ კოლონიაში გარდაიცვალა იჰარ ლედნიკი.
ლედნიკი სამწლიან სასჯელს იხდიდა ამ ქვეყნის ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას შეურაცხყოფისთვის. ლედნიკის სიკვდილის მიზეზი უცნობია.
კოლეგების თანახმად, მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა კუჭის ოპერაციის შემდეგ, რომელიც საპატიმროს საავადმყოფოში ჩაუტარდა.
ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფის, „ვიასნას“ თანახმად, ლედნიკი უკვე მეხუთე პოლიტპატიმარია, რომელიც ბელარუსის ციხეში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთევან ხომერიკი – ოზურგეთის ცენტრში, განახლებული შენობები პლაკატების განსათავსებლად გამოიყენეს პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა – გარემონტებული კორპუსების იერსახე დაამახინჯეს