საქართველოდან საბერძნეთში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი 1 340%-ით გაიზარდა – რა გავყიდეთ

2024 წლის იანვარში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 338 მილიონ 600 ათას დოლარამდე შემცირდა, კლება 26.2%-ია. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.7% შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 38.9%-ითაა შემცირებული და 158.2 მლნ დოლარს
გაუტოლდა. თუმცა, ტრადიციულ ბაზრებთან ვაჭრობის შემცირების პარალელურად, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ადგილობრივი ექსპორტი საბერძნეთთან მკვეთრად გაიზარდა.
2024 წლის პირველ თვეს საბერძნეთთან 1 340%-იანი ზრდა დაფიქსირდა და ადგილობრივმა ექსპორტმა 5.09 მლნ დოლარს მიაღწია.
გთავაზობთ ადგილობრივ პროდუქტებს, რომელიც საქართველოდან საბერძნეთში გავიდა ექსპორტზე 2024 წლის იანვარში:
· ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $4.3 მლნ;
· ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან – $417 ათასი;
· თამბაქოს ნედლეული; თამბაქოს ნარჩენები – $63.9 ათასი;
· ყურძნის ნატურალური ღვინოები – $32.7 ათასი;
· ხილისა და ბოსტნეულის წვენები – $29.3 ათასი;
· კოლგოტები, მაღალყელიანი წინდები და სხვა წინდის ნაწარმი – $8.1 ათასი.

ასევე დაგაინტერესებთ