კახა კალაძე – ირაკლი კობახიძის განცხადებებს ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა ჰქვია

ირაკლი კობახიძის განცხადებებს არა ანტიდასავლური, არამედ ქვეყნის ინტერესების დაცვა ჰქვია, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვაა, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რამდენად შედეგიანი იქნება პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში, მაშინ როდესაც ის „ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა“.
კალაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ გუნდის საერთო პოზიციაა, რომ არავის მიეცეს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის შესაძლებლობა.
„ესაა ჩვენი გუნდის პოზიცია და ყოველთვის ეს კურსი იქნება გატარებული. საქართველოს ინტერესს ყოველთვის დავიცავთ და ქვეყნის აბუჩად აგდების უფლებას არავის მივცემთ. შეიძლება ვიღაც ჩვენზე დიდი ქვეყნის წარმომადგენელი იყოს, ჩვენზე დიდი ეკონომიკის, ჩვენზე ძლიერი, მაგრამ ჩვენს სამშობლოს თავში წამოარტყას და აბუჩად აიგდოს, ამის საშუალებას მათ ირაკლი არ მისცემს და, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის რანგში ყველა პლატფორმას გამოიყენებს. ამის საშუალებას მათ არც ჩვენი გუნდის თითოეული წევრი მისცემს, დაწყებული რიგითი ჯარისკაციდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ