პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას – თქვენ გინდათ მუდმივ შიშსა და ტერორში აცხოვროთ ხალხი და ასეთ რეჟიმებს სამართლიან კონკურენციაში არსებობა არ შეუძლიათ – სულ უბედურებაზე ლაპარაკით არ დაიღალეთ?!

ვუსმენდი ახლა უმრავლესობის წარმომადგენლებს და არცერთი სიტყვა არ ყოფილა იმ პრობლემებზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ – ხომ შეიძლება რომელიმე სპიკერმა თავის გაკეთებულ საქმეზე ისაუბროს და მუდმივად არ ილაპარაკოს წარსულზე სიძულვილის ენით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, მ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა უმრავლესობის წევრებს მოუწოდა, რომ წარსულზე სიძულვილის ენით ლაპარაკი შეწყვიტონ და სანაცვლოდ მომავალზე ფიქრითა და საქმის კეთებით დაკავდნენ.
მისივე თქმით, 36 კვირის შემდეგ ოპოზიცია კოალიციურ მმართველობაში გადაინაცვლებს, რასაც საქართველოს ეკონომიკური განვითარება და ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება მოჰყვება.
„ვუსმენდი ახლა უმრავლესობის წარმომადგენლებს და არცერთი სიტყვა არ ყოფილა იმ პრობლემებზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. უფრო მეტიც, ხომ შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიმე სპიკერმა თავის გაკეთებულ საქმეზე ისაუბროს და მუდმივად არ ილაპარაკოს წარსულზე სიძულვილის ენით, მოქალაქეების ერთმანეთთან დაგეშვით. არ მინდა სიტყვების გამოყენება, მერე ამის ნაწილი გავხდები მე თვითონაც. ვინმე რატომ არ გამოჩნდა, რომ გეთქვათ 12 წლის მანძილზე რამე გავაკეთეთ, აქ საუბარი იყო კანდიდატის სტატუსზე და მართლაც მისალოცი ამბავია, უდიდესი დამსახურებაა ქართველებისთვის.
კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანას არ აპირებდით ხალხო, რომ არა ქუჩაში გამოსული ასობით ათასი მოქალაქე, რეკომენდაცია შეასრულეთ სამი, მიიღეთ რუსული კანონი, გამოვიდა ასობით ათასი მოქალაქე ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით და ამ ემოციამ გადაწყვიტა და გადატეხა ის, რომ ყველა ევროპელი ლიდერი ამბობს, რომ საქართველოს ქუჩებში, ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით გამოსული ხალხი ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის რეალური ისტორია, რას ჰყვებით, რა წარსული, სულ წარსულში რომ იყურებით, წინ იმიტომაც ვერ მიდიხართ, ეს არის მთავარი პრობლემა.
აქ ერთ-ერთი პროპაგანდისტული არხის წარმომადგენელი მომდევდა, რა იქნება 36 კვირის მერე, იქნება რევანში? ნუ გეშინიათ, რა იქნება 36 კვირის შემდეგ? ოპოზიცია იქნება კოალიციურ მმართველობაში, პირველსავე კვირაში შესაძლებელია, რომ 400 000 პენსიონერის, რომელსაც უსამართლო პროცენტიდან გამომდინარე აქვს დავალიანება, ვალის გასტუმრება მოხდება, მყისიერად 200 ლარით გაიზრდება პენსია, ყოველი მესამე ბავშვი, რომელიც შიმშილობს, მოვაგვარებთ მათი კვების პრობლემას.
მომავალზე როცა ვსაუბრობთ, არ შეიძლება ბავშვი შიმშილობდეს და ვლაპარაკობდეთ, რომ ქვეყანა განვითარდა, გამორიცხულია ეს ორივე ერთად. ასევე, დავიწყებთ იმას, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას, ემიგრანტებმა დაიწყონ დაბრუნება, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის იყოს გვერდში დგომის შესაბამისი პროგრამები, პედაგოგებს ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება, აი ეს იქნება 36 კვირის შემდეგ, ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა და თქვენ გინდათ მუდმივ შიშსა და ტერორში აცხოვროთ ხალხი და ასეთ რეჟიმებს სამართლიან კონკურენციაში არსებობა არ შეუძლიათ, სულ უბედურებაზე ლაპარაკი, არ დაიღალეთ მართლა? პროგრამით გამოდით, იდეით გამოდით, საქმის კეთებაში შევეჯიბროთ ერთმანეთს, სულ წარსული და მერე იმიტომაა მართლაც, რომ უკან ვინც იყურება, წინ ვერ მიდის“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაცაბიძე „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე – ეს რეალობის სრული დამახინჯებაა – ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ დასაქმებულებს უწევთ ვალიდური პირადობის მოწმობების წარმოდგენა, ამ პროცედურას კი საარჩევნო პროცესებთან საერთო არაფერი აქვს