სურსათის და სასმელი წყლის 5000-ზე მეტ ნიმუშში დარღვევების მაჩვენებელი 12%-ია

2023 წელს სურსათისა და სასმელი წყლის 5000-ზე მეტ ნიმუშში 624 შეუსაბამობა გამოვლინდა და დარღვევების მაჩვენებელმა 12% შეადგინა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ცნობით, 2022 წელს დარღვევების მაჩვენებელი 15% იყო.
„კვლევა ჩატარდა სხვადასხვა მაჩვენებელზე. დარღვევა არ გამოვლენილა პესტიციდებზე აღებულ მცენარეული და ცხოველური სურსათის 374, ტრანსცხიმებზე გამოკვლეულ 88 და გმო-ზე აღებულ 30 ნიმუშში, ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული ცხოველური წარმოშობის სურსათისა და ბავშვთა კვების 180 ნიმუშში; კალიუმის შემცველობა არ დაფიქსირებულა ქათმის ხორცის 30 ნიმუშში და სტაფილოკოკური ენტეროტოქსინი არ აღმოჩნდა ყველის 30 ნიმუშში“, — ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგებში.
რაც შეეხება დარღვევებს, ლისტერიაზე აღებული 195 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა ერთ ნიმუშში; სალმონელაზე აღებული 600-ზე მეტი ნიმუშიდან გამოვლინდა 5 დარღვევა. საღებავების შემცველობაზე აღებული 109 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა კეტჩუპის, აჯიკისა და სუნელ-სანელებლის 6 ნიმუშში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტო აცხადებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობისა და რისკების თავიდან აცილების მიზნით, 2024 წელს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მასშტაბები იზრდება. წლიური მონიტორინგის
პროგრამის შესაბამისად, დაგეგმილია 6000 ნიმუშის/სინჯის აღება ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური, დაავადებების ან/და სხვა მაჩვენებლების გამოსაკვლევად.
ამ თემაზე:
4 მუნიციპალიტეტში აღებული წყლის სინჯის უმრავლესობაში დარღვევა გამოვლინდა
„წყალი არ იფილტრება“ — როგორია რეგიონების წყალმომარაგება?

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთევან ხომერიკი – ოზურგეთის ცენტრში, განახლებული შენობები პლაკატების განსათავსებლად გამოიყენეს პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა – გარემონტებული კორპუსების იერსახე დაამახინჯეს