“მინდა პატიება ვთხოვო” – გვარდიოლამ ყოფილ შეგირდს მიმართა

რამდენიმე კვირის წინ “მანჩესტერ სიტიდან” “ვესთ ჰემში” განათხოვრებულმა კალვინ ფილიფსმა ჟურნალისტებთან პეპ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა.
ფილიპსის თქმით, სეზონის დასაწყისში გვარდიოლამ ჭარბი წონის გამო გააკრიტიკა, რაც ინგლისელს არ მოეწონა.
ესპანელმა სპეციალისტმა კი ინგლისის ნაკრების ნახევარმცველს ბოდიში მოუხადა.
“ძალიან ვწუხვარ, მინდა კალვინს პატიება ვთხოვო. ამის შესახებ უკვე ვესაუბრე, თუმცა საჯაროდ არაფერი მითქვამს”, – განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, “ქალაქელებმა” ფილიფსი 2022 წლის ზაფხულში, 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ “ლიდსიდან” შეიძინეს. თუმცა ნახევარმცველმა “სიტის” რიგებში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა. ამჟამად კი იჯარის წესით “ჩაქუჩების” ღირსებას იცავს.