ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ფორუმი ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინკლუზიური განათლება – მიღწევები და გამოწვევები” გაიმართება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ფორუმი ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინკლუზიური განათლება – მიღწევები და გამოწვევები” გაიმართება
24 თებერვალი 12:00 -14:30 სთ, მის: ქალაქი , სასტუმრო ,,შერატონ ბათუმი”, ფორუმი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, ინკლუზიური განათლების სპეციალისტების, მოწვეული სტუმრების, შშმ პირთა მშობლების, არასამთავრობო ორგანიზაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება.
ფორუმზე მოწვეულია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. პრეზენტაციებს წარადგენს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და პროფესიული კოლეჯი ,,ბლექსი”ს დარგის სპეციალისტები.
მუნიციპალური პროგრამების განხილვა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე