ისრაელი ღაზას ბომბავს გაეროში ზავის შესახებ კენჭისყრის წინ

ისრაელმა 20 თებერვალს საჰაერო თავდასხმები განახორციელა ღაზაზე, იმ ფონზე, როცა ქვეყნები ცდილობენ საზავო შეთანხმების შემუშავებას გაეროს უშიშროების საბჭოში დანიშნულ კენჭისყრამდე – რომელსაც, გავრცელებული მოლოდინით, ვეტოს დადებით დაბლოკავს.
გაერო განგაშით გამოდის ღაზაში შექმნილი უმძიმესი ჰუმანიტარული ვითარების გამო და აცხადებს, რომ საკვების დეფიციტს შესაძლოა მოჰყვეს ბავშვთა სიკვდილიანობის “აფეთქება”.
ოთხ თვეზე მეტი დროის განმავლობაში მიმდინარე ომის შედეგად მიწასთანაა გასწორებული ღაზის ტერიტორიის დიდი ნაწილი, 2,2 მილიონი ადამიანი შიმშილის პირასაა, მოსახლეობის სამი მეოთხედი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა – აცხადებს გაერო.
ომი დაიწყო აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის მხრიდან ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმით 7 ოქტომბერს, რასაც 1160-მდე ადამიანი შეეწირა – ძირითადად სამოქალაქო პირები. ტყვედ წაიყვანეს 250-მდე პირი, მათგან 130 ღაზაში რჩება, ს მონაცემებით სავარაუდოდ დაღუპულია 30 ტყვე.
ღაზის ჯანდაცვის მესვეურთა ბოლო მონაცემებით, ისრაელის საპასუხო შეტევას ემსხვერპლა სულ მცირე 29,195 ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!