,, ყოველგვარი სიმპატია ანტიპატიის გარეშე, სალომე ზურაბიშვილი – ბიძინა ივანიშვილი 3-0” – გიორგი თავდგირიძე

,, ყოველგვარი სიმპატია ანტიპატიის გარეშე, 3-0” – გიორგი თავდგირიძე
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,მხოლოდ ფაქტის კონსტატირება, ყოველგვარი სიმპატია ანტიპატიის გარეშე, სალომე ზურაბიშვილი – ბიძინა ივანიშვილი 3-0, თანაც ბიძინა ივანიშვილს დასავლეთთან ღია დიალოგის ერთადერთი ხაზი ისევ სალომე რჩება. გასაგებია რატომ არის ოცნება იმდენად გაღიზიანებული, რომ ორი დღეა პირდაპირ წყევლიან ზურაბიშვილს. ჯერ ერთი სალომემ თავის მიზნებისთვის გამოიყენა ოცნების მთელი რესურსი, მოვიდა პრეზიდენტად და შემდეგ თავისი პოლიტიკის გატარება გააგრძელა, ოცნება გამოიყენა და გადააგდო. მიუხედავად შეზღუდული რესურსისა, მოახერხა დასავლეთის თვალში ავტორიტეტის შენარჩუნება და ოცნება თავისივე მინდორში, პარლამენტში დაამარცხა, შემდეგ ოფიციალურად დაუსვა დიაგნოზი და ოცნების პრორუსულ პოლიტიკის ამძრავად ივანიშვილი ამხილა, რითაც ივანიშვილის უსაფრთხო მომავალი თავის წონიან სიტყვაზე დაკიდა.
რა შეიძლება ითქვას, ბოტების და ტელეეთერებიდან ლანძღვა გინების გარდა ოცნებას სხვა პოლიტიკური კომპეტენცია არა აქვს, მათი პოლიტიკის კეთება ძალიან უსუსურად გამოიყურება, ისინი საქმიანობენ არა როგორც პოლიტიკური გუნდი, არამედ რაიონული მაშტაბის ბიზნესმენის კორპარაციული ერთობა. არა აქვთ საგარეო პოლიტიკური კავშირები, რუს პოლიტიკოსებთანაც კი. ამიტომ ერთმა მეტნაკლებად მცოდნე პოლიტიკოსმა თავისი თამაში ათამაშა და ზუსტად ის აკეთებინა რაც მას სურდა. ოცნებამ თავისი “გენიალური” სვლებით სალომე დემოკრატიის და დასავლური ვექტორის დამცველად, კოლაბორაციონიზმთან უთანასწორო ბრძოლაში შესულ პრეზიდენტად აქცია.
ოცნება რომ ამ სიტუაციდან გამოსავალს ვერ მონახავს ნათელია, მათ ამის არც გამოცდილება აქვთ და არც კომპეტენცია, მაგრამ საინტერესოა ბიძინა ივანიშვილის საპასუხო სვლები, 2024 წლის არჩევნებში წაგების ალბათობის ზრდისა და ს გავლენების დასუსტების ფონზე, ერთადერთ მაშველ რგოლად მისთვის სალომე რჩება. თუმცა ამ მაშველი რგოლის საიმედობა ეჭვს იწვევს და ისევ დგება საშინაო პოლიტიკის გადატვირთვის აუცილებლობა, რომელიც ასევე ბევრ რისკს შეიცავს და დაუგეგმავ, არასასურველ შედეგების ალბათობაც ძალიან დიდია.”

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – „ქართულ ოცნებას“ 40%-მდე ასვლის შანსიც არ აქვს, აგებენ არჩევნებს – დედაბუდიანად დაასანქცირებენ, ვინც გაბედავს გაყალბებას, საქართველოში არ გამოვა არც მადუროს და არც ბელარუსის ამბავი