სერგო ჩიხლაძე – არსებობს თუ არა ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტი? – არა, არც ამ, არც სხვა შემადგენლობით არ ყოფილა, არ არის და ვერც იქნება

არსებობს თუ არა ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტი? – არა. არც ამ, არც სხვა შემადგენლობით არ ყოფილა, არ არის და ვერც იქნება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის სავარაუდო ფორმირების საკითხს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ეს ინფორმაცია არის „ქართული ოცნების“ მორიგი აბსურდი.
„არსებობს თუ არა ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტი? – არა. არც ამ, არც სხვა შემადგენლობით არ ყოფილა, არ არის და ვერც იქნება. ეს არის „ქართული ოცნების“ მორიგი აბსურდი. რატომ ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ, რომ როდესაც არ აქვს ხელისუფლებას, ივანიშვილს და მის პარტიას კითხვებზე პასუხი და ეს კითხვებია რატომ ვღარიბდებით, რატომ არის ასეთი კორუფცია, რატომ გარბის ასობით ათასი ადამიანი ქვეყნის გარეთ, რატომ არ იქმნება სამუშაო ადგილები, დაპირებული დემოგრაფიული აყვავების ნაცვლად, რატომ გვაქვს დემოგრაფიული კატასტროფა, როცა ამ ყველაფერზე პასუხი არ გაქვს, მერე გადადიხარ თაღლითობაზე და სიგიჟეების ტირაჟირებაზე. არცერთი სახელი და გვარი არ შეესაბამება სიმართლეს? როგორც არ უნდა დავსვათ კითხვა, ეს არის სიყალბე, სიცრუე. სიცრუეზე რატომ უნდა ვილაპარაკოთ?! „ქართული ოცნების“ მორიგ სიცრუის ტირაჟირებაზე?! ვფიქრობ, უნდა ვილაპარაკოთ საქმეზე.
პირველ რიგში, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რას უნდა ელოდნენ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისგან. ჩვენ ზუსტად ამიტომ აქცენტებს ვაკეთებთ, უკვე გვაქვს შეხვედრები და გარკვეული წინასწარი მოლაპარაკებები. უბრალო მოქალაქე, დღეს რომ საქართველოდან გასაქცევად ემზადება, სოფლის მეურნეობის მინისტრი ვინ იქნება, სახელი და გვარი, აინტერესებს? ან ჯანდაცვის? ან განათლების? არ აინტერესებს! დღეს სულ ხუთი-ექვსი პარტიაა, ვისაც „პულსი ესინჯება“. აქედან ორი პარტია ჩამოვყალიბდით, გვაქვს კოალიცია. შემოგვიერთდება ძალიან ბევრი საზოგადოებისთვის აქტიური პიროვნება. სხვა პარტიებიც არიან გარკვეულ მოლაპარაკებებში და კარგი იქნება თუ კონსოლიდაცია მოხდება. ს შემდეგ, კოალიციურ მთავრობას გარდაუვალი მოცემულობაა, აქ რაღაც პროგნოზირებაც არ არის საჭირო, იმიტომ, რომ არცერთი პარტია 50%-ს და ერთ ხმას ვერ აგროვებს. ჩვენ ვართ ყველაზე დიდი კოალიცია, მაგრამ დაინტერესებული ვართ სხვა პროდასავლური პარტიებისა თუ კოალიციების წარმატებაში. ამაში გახსნილები ვართ, არ არის ჩვენგან შეტევა არცერთ პარტიაზე, ვინც რა არ უნდა თქვას ჩვენზე. ჩვენ ვართ ორიენტირებული გამოსავლის ძიებაზე და არ ვესხმით თავს ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს.
რაც შეეხება -ს ფორმირების წესში ცვლილებებს, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის დასკვნებს. ვიღებთ ცესკო-ს, რომელსაც ექნება კიდევ უფრო ნაკლები ნდობა, ნდობა არამხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ვიღებთ ცესკო-ს, რომელიც 100%-ით დამოკიდებული იქნება მმართველ პარტიასა და ივანიშვილის სურვილებზე და რაც მთავარია, ცესკო-ს ასეთი შემადგენლობა პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც გვეუბნებიან რომ უნდა გავაკეთოთ ევროკავშირში“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.