“ბევრი იტყვის, რომ ამის გაკეთება არ შეგიძლია, დაგაეჭვებენ, მაგრამ დაიმახსოვრე…” – რას წერს ილია თოფურია?

18 თე­ბერ­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დღე იყო. UFC-ის ქარ­თველ­მა მებ­რძო­ლებ­მა უდი­დეს წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს. მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა ჰენ­რი სეჰუ­დო და­ა­მარ­ცხა და შემ­დეგ ჯერ­ზე ჩემ­პი­ო­ნო­ბის­თვის იბ­რძო­ლებს, ხოლო ილია თო­ფუ­რია UFC-ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და.
ილი­ამ სა­ჩემ­პი­ო­ნო ბრძო­ლა­ში ლე­გენ­და­რუ­ლი ავ­სტრა­ლი­ე­ლი სპორ­ტსმე­ნი ალექ­სან­დრ ვოლ­კა­ნოვ­სკი და­ა­მარ­ცხა და ოქ­როს ქა­მარს და­ე­უფ­ლა. აი, რას წერს თო­ფუ­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ:
“ბევ­რი იტყვის, რომ ამის გა­კე­თე­ბა არ შე­გიძ­ლია, და­გა­ეჭ­ვე­ბენ, მაგ­რამ და­ი­მახ­სოვ­რე, შენ ხარ ერ­თა­დერ­თი რაც გჭირ­დე­ბა წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად. ენ­დეთ სა­კუ­თარ თავს, გქონ­დეთ რწმე­ნა და იშ­რო­მეთ და­უ­ღა­ლა­ვად, იმი­ტომ რომ ყვე­ლა­ფე­რი და­ფას­დე­ბა.
მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს სა­ი­დან მო­დი­ხარ, როცა იცი სად მი­დი­ხარ. ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, თუ რა არის შენს წინ, ვიდ­რე ის, რაც შენს უკა­ნაა. არას­დროს და­ნებ­დე. უბ­რა­ლოდ ადე­ქი და იბ­რძო­ლე.
გმად­ლობ, ვოლკ, შენ მრის­ხა­ნე მე­ტო­ქე იყა­ვი, რო­მელ­მაც მე კი­დევ უფრო უკე­თე­სი გამ­ხა­და. პა­ტი­ვი იყო შენ­თან ოქ­ტა­გო­ნის გა­ზი­ა­რე­ბა“, – წერს თო­ფუ­რია.

ასევე დაგაინტერესებთ