“ნაპოლი” უფრო მეტს იმსახურებდა, ვიდრე მაცარი იყო” – დე ლაურენტისის პირველი კომენტარი მწვრთნელის გათავისუფლების შემდეგ

კინოპროდიუსერმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ “ნაპოლი” “ბარსელონას” წინააღმდეგ სწორედ კალცონას ხელმძღვანელობით წარდგება.
“კალცონას მივესალმებით. ვცდილობთ, მას მაქსიმალურად დავეხმაროთ, რადგან 24 საათში ისეთი გუნდის წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ, როგორიც “ბარსელონაა”.
მეგობარი გათავისუფლებულია, ვალტერს ბოდიშს ვუხდი, მუდამ მზად იყო ჩვენ გვერდით ყოფილიყო, თუმცა “ნაპოლის” გულშემატკივრები უფრო მეტს იმსახურებდნენ.
ჰამშიკის დაბრუნება? დღეს ვერ მოვახერხე მასთან საუბარი, თუმცა გუშინ ჩვენ შორის კონტაქტი შედგა. მარეკი ძალიანაა
დაინტერესებული, რომ “პარტენოპეიში” დაბრუნდეს. ის ხომ “ნაპოლის” ჩემპიონია”, – განაცხადა დე ლაურენტისმა.
Juntilo ar unda gaeshva.juntilos mere verc mwvrtneli da verc fexburtelebi daimata wesieri.damateba kiara yvela wamyvani fexburtelebi garbian.wadi kvara maqedan,eg lavrenta napolis rogorc aagorzina ise ziravs.erti mizezi araa kvaras iq darchenis.napolis agorzinebas wlebi unda awi da isic swori mushaob it.
მე კი ვფიქრობ მაცარი ნორმალური ადამიანი და ნორმალური მწვრთნელი იყო!!! ნაპოლი უკვე წინა სეზონის ბოლოს იყო ძალიან არეული. უნდა დაიშალოს და ახალი გუნდი აშენდეს!