ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინა გაიმარჯვებს და ევროკავშირში თავის ადგილს დაიკავებს

უკრაინა გაიმარჯვებს და ევროკავშირში თავის ადგილს დაიკავებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 2014 წელს მაიდანზე დაღუპული „ზეციური ასეულის“ ხსოვნას პატივი მიაგო.
„დღეს, ჩვენ „ზეციური ასეულის“ გმირების – მამაცი ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც 2014 წელს უკრაინის თავისუფლებისთვის მაიდანზე სიცოცხლე გაწირეს, პატივს მივაგებთ. 10 წლის შემდეგ, მათმა ხედვამ და იდეალებმა გაიმარჯვა. გაიმარჯვებს და ჩვენს კავშირში თავის ადგილს დაიკავებს“, – წერს X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ