დიდი ალბათობით, “ბაიერნს” კონტე ჩაიბარებს

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ანტონიო კონტემ “ბაიერნის” ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, თუ “ბაიერნი” უახლოეს მომავალში ტუხელს დაითხოვს, კონტესთვის “რეკორდმაისტერი” ნომერ პირველი ვარიანტი იქნება.
გამოცემის ინფორმაციით, მიუნხენელები ტუხელს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ.
შეგახსენებთ, “ბაიერნი” ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 50 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ “ლევერკუზენს” 8 ქულით ჩამორჩება.
რაც შეეხება კონტეს, იტალიელი სპეციალისტი ბოლოს “ტოტენჰემს” წვრთნიდა.