ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის ღირსეული მეტოქეობისთვის მადლობა გადაუხადა.
“ხშირად გეტყვიან, რომ ამას ვერ შეძლებ, შენში ეჭვს შეიტანენ. მაგრამ დაიმახსოვრე, ერთადერთი, რისიც უნდა ირწმუნო, ეს საკუთარი თავია. თუ ბევრს იშრომებ, ყველაფერი მოვა. არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოდიხარ. არასდროს დანებდე, უბრალოდ ბევრი იბრძოლე!
მადლობა ვოლკ, ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე იყავი. უფრო კარგ მებრძოლად მაქციე. შენთან ერთად ოქტაგონის გაზიარება დიდი პატივი იყო.
შეგახსენებთ, ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც UFC-ის ჩემპიონია. მატადორს კარიერაში
15-დან 15 ბრძოლა აქვს მოგებული, ხოლო UFC-ში 7-დან 7 გამარჯვება აქვს.