ვენესუელაში ჩავიდა

ს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვენესუელაში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ავრცელებს.
ს ცნობით, სერგეი ლავროვი კარაკასში ვენესუელელ კოლეგასთან, ივან გილ პინტოსთან მოლაპარაკებებს გამართავს. ასევე, შესაძლოა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს შეხვდეს.
სერგეი ლავროვი ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის ფარგლებში ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ამჟამინდელ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებს, ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ თემებს და ორ ქვეყანას შორის კოორდინაციის საკითხებს განიხილავს.
ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ლავროვის ვიზიტის წინ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მას სგან მნიშვნელოვან გზავნილს გადასცემს.
ცნობისთვის, ვენესუელაში ჩასვლამდე სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით კუბაში იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ქადაგიძე: სანამ ჩვენი ქვეყნის პატიოსანი მოქალაქეები არკვევენ როგორ დათვალონ ერთობლივი შემოსავალი, ქონების ტიპი და ღირებულება, დეკლარირების ვადები და გადასახადის ოდენობა, ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი…