IDF ევაკუაციის ბრძანებას უარყოფს, თუმცა აღნიშნავს, რომ უსაფრთხო მარშრუტს უზრუნველყოფს

ისრაელის უარყოფს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოდან ევაკუაციის ბრძანება გასცა – როგორც თავდაცვის ძალები აცხადებენ, ისინი დაეთანხმნენ საავადმყოფოს დირექტორის მოთხოვნას, რომ კლინიკის დატოვების სურვილის მქონე მოქალაქეებისთვის “უსაფრთხო მარშრუტი” უზრუნველყონ.
“IDF-ის პაციენტების ან სამედიცინო გუნდის ევაკუაციის ბრძანება არ გაუცია, ჩვენ შევთავაზეთ, რომ სამედიცინო ევაკუაციის ნებისმიერი მოთხოვნას ხელს შევუწყობთ”, – ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.
დღეს AFP-ის ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თავდაცვის ძალებმა საავადმყოფოდან ევაკუაციის ბრძანების შესახებ გამოაცხადა.
ალ-შიფას საავადმყოფო ღაზის სექტორი ყველაზე დიდი სამედიცინო დაწესებულებაა. აცხადებს, რომ შენობის მიწისქვეშ ტერორისტებს სამხედრო ბაზა აქვთ მოწყობილი, თუმცა ჰამასი ამას უარყოფს.
გაეროს ოფიციალური მონაცემებით, ოთხშაბათს ისრაელის ჯარების შესვლამდე საავადმყოფოს 2 300 ადამიანი აფარებდა თავს, მათ შორის პაციენტები, სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები და მშვიდობიანი მოქალაქეები.
ამასთან, დღეს ღაზის სექტორიდან 15 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა, თვითმფრინავი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შაბათს დილით დაეშვა. ეს ევაკუაცია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ინიციატივის ნაწილია – მან გამოთქვა მზაობა, რომ ღაზიდან მათ საავადმყოფოებში, სულ მცირე, 1 000 ბავშვს უმკურნალონ, მათი ოჯახების ჩათვლით.