Lufthansa-ს თანამშრომლები 20 თებერვალს კვლავ გაიფიცებიან

Lufthansa-ს თანამშრომლები 20 თებერვალს კვლავ გაიფიცებიან
გერმანულმა პროფკავშირმა Lufthansa-ს 20 თებერვალს 7 აეროპორტში თანამშრომლების გაფიცვის გეგმის შესახებ აუწყა. ამის შესახებ Associated Press იტყობინება.
გაფიცვა ერთ დღეს გაგრძელდება და შეეხება ბერლინის, მიუნხენის, მაინის ფრანკფურტის, დიუსელდორფის, ჰამბურგის, კიოლნისა და შტუტგარტის აეროპორტებს. ის 20 თებერვალს ადგილობრივი დროით 04:00 საათზე დაიწყება და 21 თებერვლის 07:10 სთ-მდე გაგრძელდება.
მსგავსი გაფიცვა თებერვლის დასაწყისში გერმანიის ხუთ აეროპორტში მოხდა, რის გამოც ასობით ფრენა გაუქმდა.
პროფკავშირი აეროპორტების თანამშრომლებისთვის ანაზღაურების 12,5%-ით გაზრდას ითხოვს.
გასულ კვირას კომპანიასთან მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო. მათი შემდეგი ტური 21 თებერვალს არის დაგეგმილი.