გიორგი ვაშაძე – ივანიშვილის პარტია ქუთაისელებს დაჰპირდა, რომ ელექტრომობილების ქარხანა აშენდებოდა, თუმცა იქ პირუტყვის მეტი არაფერი გვინახავს, ადგილიდან ღობეც კი წაიღეს – დაცინვაა ამათი მიდგომა

ივანიშვილის პარტია ქუთაისელებს დაჰპირდა, რომ აქ აშენდებოდა ელექტრომობილების ქარხანა, თუმცა იქ პირუტყვის მეტი­ არაფერი გვინახავს, ადგილიდან ღობეც კი წაიღეს. იდეის წარსადგენად, ლაზერებზე, რობოტებსა და პრეზენტაციაზე 1 მილიონი ლარი დახარჯეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე მ ქუთაისში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ქუთაისში ელექტრომანქანების ქარხნის აშენება „ოცნების“ მორიგი ცრუ დაპირება აღმოჩნდა.
„ივანიშვილის პარტია ქუთაისელებს დაჰპირდა, რომ აქ აშენდებოდა ელექტრომობილების ქარხანა, თუმცა იქ პირუტყვის მეტი არაფერი გვინახავს, ადგილიდან ღობეც კი წაიღეს. იდეის წარსადგენად, ლაზერებზე, რობოტებსა და პრეზენტაციაზე 1 მილიონი ლარი დახარჯეს.
კალაძე გამოვიდა, სმარტფონში ექნება აპლიკაცია ყველა მოქალაქესო. აეროდრომის ტერიტორიაზე ჰქონდათ ეს პრეზენტაცია და თქვეს, მოქალაქეებს მივცემთ სმარტფონებს, ელექტრო მანქანებს ასე გამოიძახებენ და ჩვენთან წარმოებული ელექტრომანქანა მივა მათთანო. ამოვიღეთ ვიდეოკადრები. ორი პრეზენტაცია ჰქონდათ. თითო პრეზენტაცია ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდათ. რაიმე გვინახავს აეროდრომის ტერიტორიაზე? დაცინვაა ამათი მიდგომა, ტყუილი, ტყუილი და ტყუილი, დავამთავროთ ეს და მივხედოთ საქმეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ