სოზარ სუბარი: რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის მცდელობები იქნება, თუმცა …

„არჩევნებში რუსულ ჩარევაზე ლაპარაკობენ -ში, ბრიტანეთში, ევროპის ქვეყნებში და საქართველო, ბუნებრივია, ვერ იქნება გამონაკლისი, თუმცა, ჩვენი ხალხი და საზოგადოება, ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ბევრად უკეთ არის მომზადებული, რადგან კარგად ვიცით რუსული პროპაგანდის ბუნება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში საარჩევნო სისტემა კარგად არის დაცული და რუსული ძალა პირდაპირ ვერ ჩაერევა. „შემთხვევითი არ არის ის, რომ პრორუსულ ძალებს საქართველოში მინიმალური მხარდაჭერა აქვთ.
ეს ასეა თავისუფლების მოპოვების დღიდან, მაშინ როდესაც შიც და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც სოციალისტური, პრორუსული ძალების გავლენა ყოველთვის ძალიან მაღალი იყო (მოლდოვაში ხელისუფლებაშიც კი იყვნენ). საქართველოში კი მსგავსი რამ არასდროს მომხდარა და ასეთ ძალებს მაღალი მხარდაჭერა არასდროს არ ჰქონიათ. ასე რომ, რა თქმა უნდა, ს მხრიდან არჩევნებში ჩარევის მცდელობები იქნება, თუმცა ჩვენი საარჩევნო სისტემა კარგად არის დაცული და პირდაპირ ვერ ჩაერევიან. მათ პროპაგანდას კიდევ ქართველ ხალხზე ზემოქმედების უნარი ნაკლებად აქვს, რადგან ამ პროპაგანდის თითოეულ დეტალს კარგად ვიცნობთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გილაურმა ჯერ ვითომ რაღაც ლექცია ჩაატარა ეკონომიკაზე, შემდეგ სალომე ზურაბიშვილი იტყვის, რომ აპარტიული პრემიერი უნდა ჰყავდეს ოპოზიციურ კოალიციასო და შესთავაზებს გილაურის კანდიდატურას

ამერიკელი ელჩების პრობლემა ის კი არ არის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია და ადათ-წესები არ იციან – ისინი ჩვენში მაქსიმუმ იმ პაპუასებს ხედავენ, რომლებსაც განადგურების წინ ცოლ-შვილს გაუუპატიურებენ, ხოლო ტომის “ბედნიერ” ბელადს ცარიელი ბოთლით დაასაჩუქრებენ