ალექსეი ნავალნის პრესმდივანი – გამომძიებლები ნავალნის ცხედარს მის ოჯახს კიდევ ორი კვირის განმავლობაში არ გადასცემენ

რუსი გამომძიებლები ს ცხედარს მის ოჯახს კიდევ ორი კვირის განმავლობაში არ გადასცემენ, – ამის შესახებ საპატიმროში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა.
მისი თქმით, გამომძიებლებმა ნავალნის დედას და ადვოკატებს უთხრეს, რომ ისინი ცხედარს არ გადასცემენ და უახლოესი 14 დღის განმავლობაში ქიმიურ ანალიზსა და გამოძიებას ჩაატარებენ.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. ს ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.
მოგვიანებით, მედიამ, ნავალნის თანაგუნდელებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავალნის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად „უეცარი სიკვდილის სინდრომი“ დასახელდა. ოჯახს მის ცხედარს ამ დრომდე არ უბრუნებენ.

ასევე დაგაინტერესებთ