უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში 3.6-ჯერ მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა

2023 წელს ს მოქალაქეებმა საქართველოში 11,552 კომპანია დაარეგისტრირეს, ში ომის დაწყების შემდეგ კი 26,339 კომპანიაა რეგისტრირებული. 2022 წლის მარტიდან საქართველოში 3.6-ჯერ მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ვიდრე 1995-2021 წლებში. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.
„2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში 34,000-მდე ისეთი კომპანიაა იყო დარეგისტრირებული, რომელთა მფლობელები რუსეთის ფედერაციის იურიდიული პირები ან/და მოქალაქეები არიან. აღნიშნული კომპანიების 77% (26,339 კომპანია) უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ბოლომდე დარეგისტრირდა. 2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 14,977 კომპანია დაარეგისტრირეს, ხოლო 2023 წელს კი 11,552 (გრაფიკი 10).
2022-2023 წლებში დარეგისტრირებული რუსული კომპანიების 96% ინდივიდუალური საწარმოა. შედარებისთვის, 2021 წელს დარეგისტრირებულ რუსულ კომპანიებს შორის ინდივიდუალური საწარმოების წილი 51% იყო. ინდივიდუალური მეწარმეების 99%-ს არაქართული გვარები აქვთ“, – ნათქვამია კვლევაში.
ამჟამად 2022-2023 წლებში რეგისტრირებული 4,276 რუსული კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი, საიდანაც 3,107 კომპანია (73%) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს. აღნიშნული კომპანიების 99% ინდივიდუალური მეწარმეა. შემდეგ მოდის დიზაინერული და სარეკლამო საქმიანობების სფერო, სადაც ამ ეტაპზე 231 კომპანიაა იდენტიფიცირებული. ვაჭრობაში 170, რესტორნების და სასტუმროების სფეროში 157, ხოლო განათლების, ხელოვნების და გართობის სფეროში 155 კომპანიაა იდენტიფიცირებული.

ასევე დაგაინტერესებთ