„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ სამღებრო-სათუნუქე სივრცისა და ახალი Toyota C-HR-ის პრეზენტაცია გამართა

ბათუმში, გაგარინის ქუჩის #1-ში, „ტოიოტა ცენტრი ს“ ახალი სამღებრო-სათუნუქე სივრცე ოფიციალურად გაიხსნა. „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ტერიტორიაზე განთავსებული სამღებრო-სათუნუქე პირველია დასავლეთ საქართველოში, რომელიც მომხმარებელს ტოიოტას სტანდარტების მიხედვით მოემსახურება. ახალი სივრცის გახსნასთან ერთად, კომპანიამ ტოიოტას განახლებული, მეორე თაობის C-HR-ის პრეზენტაციაც გამართა.