ნავალნის სიკვდილის გამო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს

რუსი ოპოზიციონერის, ს პატიმრობაში სიკვდილის გამო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ს ელჩი დაიბარა.
“რუსეთის ელჩთან შეხვედრა დღეს ბერლინში შედგება”. – თქვა სამინისტროს სპიკერმა.
სამინისტროს წარმომადგენელმა დაამატა, რომ გერმანია ითხოვს რუსეთში ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებას, რომლებიც პოლიტიკური მიზეზებით არიან დაპატიმრებული.
“შოკისმომგვრელია, რომ რუსეთში ადამიანებს ალექსეი ნავალნის ხსოვნის მისაგებად ყვავილების დაწყობისთვის აკავებენ”. – თქვეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში გარდაიცვალა.
ნავალნის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში აქტივისტებმა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალთან შეკრება დაიწყეს. 2 დღის განმავლობაში ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე 400 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას დამოუკიდებელი რუსული მედია ОВД ავრცელებს.
ყველაზე მეტი, 147 აქტივისტი სანქტ-პეტერბურგში დააკავეს. მეორე ადგილზე 49 დაკავებულით მოსკოვია.
დაკავებულთა ნაწილს 1-დან 6-დღემდე პატიმრობა მიესაჯა. აქტივისტების თქმით რამდენიმე დაკავებულს პოლიციამ სცემა.