ოდიშარია: …და „ალტ-ინფო“ ჯერ ხელისუფლებაში არ ყოფილა

ოპოზიციის სავარაუდო ჩრდილოვანი კაბინეტი „მონსტრების კორპორაციაა“, – აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მ განაცხადა.

ოდიშარია „ხალხის ძალასთან“ კოალიციას არ გამორიცხავს, „ენმ“-თან და „ალტ-ინფოსთან“ კი გაერთიანების წინააღმდეგია.

მისი თმით, „ნაცებს“ ხალხი ჰყავთ ამოხოცილი.

„სალომე ცდილობს, რომ ნოყიერი და ამავე დროს, შეფარული ნიადაგი შეუქმნას „ნაცმოძრაობას“ რევანშისთვის. მათი ჩრდილოვანი კაბინეტი, გადახედეთ, რა „მონსტრების კორპორაციაა“, უბრალოდ. „ხალხის ძალასთან“ კოალიცია, რა თქმა უნდა, წარმოგვიდგენია, ისინი ჩვენი პარტნიორები არიან, მაგრამ შეიძლება კიდევ რაღაც ნორმალური ოპოზიციური პარტიები შემოვიდნენ.

არც „ალტ-ინფო“ განიხილება და არც „ენმ“, თუმცა მათ შორის ტოლობის ნიშანს ვერ დავსვამ, რა თქმა უნდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხი ჰყავს ამოხოცილი და გაჟლეტილი და „ალტ-ინფო“ ჯერ ხელისუფლებაში არ ყოფილა“, – აცხადებს ოდიშარია.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თუ როგორია ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობა. კოალიციური მთავრობის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შესახებ ჩრდილოვან კაბინეტში პრემიერ-მინისტრად , თავდაცვის მინისტრად , შს მინისტრად დიმიტრი შაშკინი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად და ინფრასტრუქტურის მინისტრად სახელდებიან.