ეკონომიკის სამინისტროში კერძო სექტორთან ერთად ფოსტის კანონპროექტი განიხილეს

ეკონომიკის სამინისტროში კერძო სექტორთან ერთად ფოსტის კანონპროექტი განიხილეს, რომელშიც ევროკავშირის ექსპერტი ალესანდრა ფრატინი მონაწილეობდა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, კანონპროექტის მიღების მნიშვნელოვანი საფუძველი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების ფარგლებში, ფოსტის სფეროში კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანაა.
ევროკავშირის ექსპერტის შეფასებით, კანონპროექტი ევროკავშირის კანონთან შესაბამისობაშია.
“განვიხილეთ ფოსტის კანონის პროექტი, რომელიც მოამზადა ეკონომიკის სამინისტრომ მის მიერვე შემუშავებული ბოლო რამდენიმე პროექტის საფუძველზე. ჩემი ამოცანა იყო იმის მიმოხილვა, თუ რა სახის ხარვეზები აქვს კანონპროექტს ევროკავშირის კანონთან მიმართებაში და უნდა ვთქვა, რომ პროექტი შესაბამისობაშია. კანონი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, როგორც ელექტრონული კომერციის რეგულაციის ნაწილი, რადგან ის დაარეგულირებს ტერიტორიაზე საფოსტო და ამანათების მომსახურებას”, – განაცხადა ალესანდრა ფრატინიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“