ალექსეი ნავალნის ქვრივმა, იულია ნავალნაიამ განაცხადა, რომ მეუღლის საქმეს გააგრძელებს

რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ს ქვრივმა, იულია ნავალნაიამ განაცხადა, რომ მეუღლის საქმეს გააგრძელებს.
„გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას და ყველას მოგიწოდებთ, გვერდში დამიდგეთ. მოდით, გავიზიაროთ არა მხოლოდ უსაზღვრო ტკივილი, არამედ მრისხანებაც მათ მიმართ, ვინც ჩვენი მომავლის მოკვლა გაბედა. უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა: ვებრძოლოთ ომს, კორუფციას, უსამართლობას. ვიბრძოლოთ სიტყვის თავისუფლებისთვის, სამართლიანი არჩევნებისთვის და დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა იულია ნავალნაიამ საჯარო მიმართვაში.
მისივე თქმით, მან იცის, კონკრეტულად რისთვის მოკლა პუტინმა ნავალნი და მისი თანაგუნდელები ამის შესახებ ძალიან მალე ისაუბრებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ