ნავალნის ცოლი: პუტინმა მოკლა ალექსეი, მასთან ერთად მოინდომა ჩვენი იმედის განადგურება

დაღუპული რუსი ოპოზიციონერის ს ცოლმა, იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ქმრის საქმეს და ქვეყნისთვის ბრძოლას გააგრძლებს. იულია ნავალნაია მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
იულია ნავალნაიას თქმით, იციან, რატომ მოკლა ვლადიმერ პუტინმა ალექსეი ნავალნი და ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით მალე გაავრცელებენ. ამასთან, მან დასძინა, რომ დაასახელებენ გვარებს, კონკრეტულად ვინ მიიღო მონაწილეობა დანაშაულში.
მან ალექსეი ნავალნის სიტყვები გაიხსენა – “არ არის სირცხვილი, გააკეთო ცოტა, სირცხვილია, არაფრის გაკეთება” და მოუწოდა მხარდამჭერებს, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა და იბრძოლონ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ.
“დღეს პირველად, ამ არხის მეშვეობით მე უნდა მოგმართოთ თქვენ. მე არ უნდა ამ ადგილას, მე არ უნდა ვწერდე ამ ვიდეოს, ჩემს ადგილას უნდა იყოს სხვა ადამიანი, მაგრამ ეს ადამიანი ვლადიმერ პუტინმა მოკლა. 3 დღის წინ ვლადიმერ პუტინმა მოკლა ჩემი მეუღლე, ალექსეი ნავალნი. პუტინმა მოკლა ჩემი შვილების მამა. პუტინმა წამართვა ყველაზე ძვირფასი, რაც გამაჩნდა, ყველაზე ახლო და საყვარელი ადამიანი. […] პუტინმა მოკლა არა უბრალოდ ადამიანი ალექსეი ნავალნი, მან მასთან ერთად მოინდომა ჩვენი იმედის, ჩვენი თავისუფლების, ჩვენი მომავლის მოკვლა, განადგურება.