უკრაინა: ჩამოვაგდეთ ორი რუსული ავიაგამანადგურებელი

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, მიკოლა ოლეშჩუკის თქმით, დღეს, 19 თებერვალს აღმოსავლეთის მიმართულებით ჩამოაგდეს Cy-34-ისა და Cy-35C-ის ტიპის რუსული ავიაგამანადგურებლები.
ამასთან დაკავშირებით რუსულ მხარეს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
17 თებერვალს უკრაინის საჰაერო ძალებმა ასევე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩამოაგდეს Су-34-ის ტიპის 2 და Су-35-ის ტიპის ერთი თვითმფრინავი.